Friday, January 18, 2008

მეორედ დაბადება

ბლოგის გახსნა გადავწყვიტე...
ამის გარეშე თავს ორმაგად ცუდად ვგრძნობ ხოლმე...
მაგრამ გუშინ ჩემი ცუდად ყოფნის პიკი იყო. თავი უცებ გაუპატიურებულ და დაყაჩაღებულ ადამიანად ვიგრძენი, რომელსაც ყველაფერი წაართვეს, ცხოვრების აზრი არ დაუტოვეს. ვიჯექი ასე კომპიუტერთან და მძარცვავდნენ: ნელ-ნელა, აუღელვებლად, ზედმეტი ემოციის გარეშე, ეტაპობრივად. შედეგად, თავის მოკვლა გადავწყვიტე. ვიცი, ცხოვრებაში ამის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ მექნება და დროც სწორად უნდა შევარჩიო, ამიტომაც გუშინ მეგონა, რომ გადამწყვეტი მომენტიც დადგა. მარტო ვიყავი, ყველამ ზურგი მაქცია, ვეღარ მიმიღეს ასეთი...
მარტო ერთ ადამიანს დავემშვიდობე. ალბათ, ისიც ვერ მიხვდა რაშია საქმე, მაგრამ, მგონი, ყველაზე პირველი მაინც ის გაიგებდა ყველაფერს, იმიტომ, რომ ადრე მითქვამს რაღაც-რაღაცები :)
ხოდა, გათენდა დღევანდელი დილაც. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველაფერი განსაკუთრებული იყო. მაღვიძარა ისე გამომირთავს, რომ ვერც გამიგია. მერე მამაჩემმა მითხრა, რომ მე გამოვრთე. კიდევ კარგი, ხმაზე მაგან მაინც გაიღვიძა და მერე მეც გამაღვიძა. მერე ყველაფერი ჩვეულებრივ იყო: დავიბანე, ვჭამე, დავიბანე და გამოვედი გარეთ. გაჩერებაზე მეზობელი შემხვდა, ერთად ვიმგზავრეთ მარშუტკით. როგორც ყოველთვის, ფული მე გადავუხადე, მადლობა მითხრა და ჩავედი. მეორე მარშუტკაში ასვლამდე ძმაკაცი შემხვა, რომელიც ასევე მაღლივში მოდიოდა. ამ ადამიანთან ლაპარაკი ძალიან მიყვარს. ხშირად ძალიან განსხვავებულ თემებზე ვსაუბრობთ ხოლმე, ისეთებზე, რომლებზეც სხვებს ვერ ან არ ველაპარაკები. მაღლივამდე გზა ისე სწრაფად გავიარეთ, რომ ვერცერთმა ვერ შევამჩნიეთ. შემდეგ აუდიტორიაში შესვლა, შეცვლილი ჯგუფელები, ყველა რაღაც კეთილი მეჩვენებოდა. ყველა რაღაცნაირად მიყურებდა, მიკროეკონომიკის სემინარიც კი გადამაწერინეს (რაც არ უნდა გასაოცარი იყოს).
ლექციების მერე კონსპექტების ორსაათიანი დაქსეროქსება. გასაკვირია, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ძალიან გავერთე. იქიდან გამოსული კი ავტობუსს დაველოდე და ბოტანიკურისკენ გავეშურე. ჩემთვის სულ ბოლოში წყნარად ვიჯექი და არავინ მაწუხებდა... უბრალოდ, ფანჯრიდან ვუყურებდი და ხალხს ვაკვირდებოდი. ფილარმონიამდე რომ მივედით, გზა გადაკეტილი დაგვხვდა სანაპიროთი მომიხდა მგზავრობა. ავად თუ კარგად, ბოტანიკურის ასასვლელამდე მივედი, ავტობუსიდან ჩამოვედი და აღმართს დავადექი... სალაროსთან მიახლოების შემდეგ შიგნით შევიხედე, თუმცა ვერავინ ვნახე. მერე ეგრევე შესვლა გადავწყვიტე და მაგ დროს გამოჩნდა დაცვის თანამშრომელი, რომელმაც მკითხვა, თუ რა მინდოდა ბაღში. ავუხსენი, რომ უბრალოს სასეირნოდ ვიყავი მისული და უპრობლემოდ შემიშვა.
ეს დღე ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება! იქაურობა სულ სხვანაირი იყო! ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ, მილიონჯერ უფრო ლამაზი. საოცარია, მაგრამ თოვლი ჯერ კიდევ იდო და გადნობას არც აპირებდა. ამასთანავე, საკმაოდ თბილოდა და ცოტა სიარულის შემდეგ დამცხა კიდევაც.
ავდიოდი და პირველი, რამაც ჩემი მზერა მიიპყრო, გაყინული ჩანჩქერი იყო. ყინულის კლდე! ულამაზესი სანახავია! მანამდე მასეთი რაღაც ნანახი არ მქონია. უფრო ზევით კი ხიდი იყო... თავიდანვე სწორედ ამ ხიდისკენ მივდიოდი და იმიტომ არ გავჩერდი ჩანჩქერთან. იქ ნანახმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! მართალია, ბოტანიკური ბაღი თბილისში ჩემი უსაყვარლესი ადგილია, მაგრამ დღეს ის გამორჩეული გახლდათ. ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი ნაწილი იყო. თეთრი ქათქათა თოვლით დაფარული, რომელზე სიარულის დროსაც ნაბიჯების ხმა სასიამოვნოდ ჩამესმოდა ყურში. ვუსმენდი ნიავსაც, რომელიც ხეებსაც დინჯად აქანავებდა აქეთ-იქით... მაგრამ მთელი ამ დროის მანძილზე ჩემი მიზანი არ დამვიწყებია. შევდექი ხიდზე, ნახევრად გადავძვერი კიდევაც, მაგრამ უცებ შევჩერდი :( ალბათ, შემეშინდა, მაგრამ იმ მომენტში შიშს ვერ ვგრძნობდი, უფრო სიბრალული იყო. საკუთარი თავი შემეცოდა, შემეცოდა იქაურობა. ძალიან მეწყინებოდა, წმინდა ადგილი ჩემი ბინძური სისხლით თუ დაისვრებოდა. ასე ვიდექი დაახლოებით 15 წუთი. მერე კიდევ ერთ მეგობარს დავუმესიჯე, მიპასუხა, ისევ მივწერე... და ჩამოვედი... ყველაფერი ის, რაც თავის მოკვლას მაიძულებდა, ჩემში აღარ იყო.
წავედი მინდვრისკენ და ხის ქვეშ სკამი ვნახე. საოცარია, გარშემო ყველაფერი თოვლით იყო დაფარული, მაგრამ სკამი არც კი დასველებულა. მწვანე ფერის იყო, სითეთრეში იდგა... მივედი, წამოვწექი და ცას ვუყურებდი. თავში უამრავმა აზრმა გამიარა, ცუდი ფიქრების ნაცვლად გონება დადებითი ენერგიით ივსებოდა. კატა მომიახლოვდა, მიყურა, მიყურა, მაგრამ რომ არ გავინძერი (ალბათ, მკვდარი ვეგონე უკვე), ადგა და წავიდა. არადა, ლამაზი იყო, ნარინჯისფერი :) ასე გავიდა დაახლოებით საათი და სამსახურში წასვლა გადავწყვიტე... გზად "road to nowhere" გავიარო, საოცრად ჩემი იყო, თავი საკუთარ ოჯახში მეგონა: ყველას ესმის ჩემი და მე მესმის ყველასი! სრული იდილია! ჩემი ნება რომ ყოფილიყო, იქიდან არასდროს წამოვიდოდი, შევიდოდი სათბობში და ვიცხოვრებდი ჩემთვის მშვიდად და აუღელვებლად იმათ გარემოცვაში, ვისაც ჩემი ნახვა გაუხარდებოდა და ჩემს დასხმულ წყალს დალევდა... მაგრამ წამოსვლა მომიხდა.
სამსახურშიც მივედი, უფროსი რატომღაც (არ ვიცი რატომ) კარგ ხასიათზე იყო, სასმელი ჩამოიტანა და ბიჭებთან ერთად დალია (ასეთუ რამ დღესასწაულებზეც არ მომხდარა). ერთი სადღეგრძელო ვთქვი (რა თქმა უნდა, ისევ არ დამილევია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მთხოვეს და დამაძალეს კიდევაც), მერე თანამშრომლის ძმაკაცმა მანქანით გამომიყვანა სახლში...
ახლა ვზივარ და ამას ვწერ. გასაკვირია, მაგრამ სხვანაირი ვარ, უფრო მსუბუქი... მთელი ის ცუდი და ბინძური, რაც ჩემში იყო, იქ დარჩა, იმათ წაიღეს, ვინც ყველაზე ახლობელია... თავს კარგად ვგრძნობ, წელს ასე კარგად სულ ორჯერ ვიყავი და იმედია, კიდევ 347 დღე ასე ვიქნები...

2 comments:

staring girl said...

აფერი მკვტარი არ მეგონე =)

ვიფიქრე,ვაცდი განმარტოებას-მეთქი და მაგიტომ წავედი =)

deka136 said...

ე.ი. შენ მომეპარე? :P
ისე, მინდა გითხრა, ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა :)