Sunday, December 16, 2007

საათი

საოცარია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საათი არ მოძრაობს. არ ვიცი, შეიძლება მართლა ასეცაა, ანაც ის მხოლოდ ჩემთვისაა გაჩერებული. ამდენი წლის განმავლობაში მინიმუმ 500 კაცი მაინც გავიცანი და ყველა ერთმანეთს ჰგავს. არა, გარეგნობას არ ვგულისხმობ, ამჯერად ხასიათზე ვლაპარაკობ. არიან ძმაკაცები, მეგობრები, ნათესავები და... საოცრება - ყველა ერთნაირია!

არის მომენტები, როდესაც ძალიან ცუდად ვარ. ძირითადად ამას რამე მიზეზი აქვს ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ უმიზეზოდ ცუდადაც ვხვდები. ჩემზე მაგრად მოქმედებს მუსიკა და ამინდი. შეიძლება რომელიმე სიმღერამ ან წვიმამ დამგრუზოს, ანაც... ხოდა, ვზივარ ამ დროს ჩუმად, წყნარად, არავის ვაწუხებ (ბოლო დროს საკუთარ თავში მაზოხიზმისაკენ მიდრეკილებაც აღმოვაჩინე), მაგრამ თურმე ამით სხვები წუხდებიან. საოცარია, მაგრამ ვერა და ვერ დავდექი იმ ხასიათზე, რომელიც ყველას მოეწონება. როდესაც კარგად ვარ, თურმე გარშემო მყოფებს ვუშლი ნერვებს, როდესაც ცუდად ვარ, მაშინაც ვუშლი ყველას ნერვებს... როდესაც ვლაპარაკობ, მაგ მომენტში ღიზიანდებიან (ზოგჯერ სიმართე მწარეა) და სიჩუმე კი მთლად აცოფებთ!
ყველაზე საინტერესო კი ისაა, თუ რატომ მირჩევნია ცუდად ყოფნის ჟამს მარტო ყოფნა... რა თქმა უნდა, შემიძლია მივიდე რომელიმე ძმაკაცთან და გული გადავუშალო, მაგრამ აზრი?! მე ვერ ვხედავ აზრს, პირიქით, უფრო ცუდად გავხდები იმის გამო, რომ მათ არ ესმით ჩემი. დამიჯდებიან, მომისმენენ და ჭკუის დარიგებას შეეცდებიან, შეცდომებს შემისწორებენ. ეჰ, არადა ადამიანს მაგ დროს სულ სხვა რაღაც სჭირდება - გამხნევება! ნეტა ესმოდეთ, რამდენი სიკეთის გაკეთება შეუძლია ერთ თბილ სიტყვას. უბრალოდ გამხნევება, თუნდაც თავში წამორტყმა გამხნევების ნიშნად (მაინც და მაინც აუცილებელი არ არის ხელჩართული ბრძოლა გავმართოთ).
მგონი, ზოგს მაშინ ვახსენდები, როდესაც რამეში დავჭირდები. მაშინ მოუნდებათ ჩემთან დარეკვა, მოსვლა ან სხვა საშუალებებით დაკავშირება. მელაპარაკებიან, მიხსნიან - მე კიდე დებილის სახით ვუსმენ და ყველაფერზე თავს ვუქნევ.
ხო, დაბოლოს, კინაღამ დამავიწყდა. სხვათა შორის, მეც ადამიანი ვარ : )) ხანდახან (იშვიათად, მაგრამ მაინც) მეც მწყინს ხოლმე რაღაც-რაღაცები. ბევრი რამე მოხდა, რაც ჩემი სიჩუმით გადავიტანე და მერე იმათ ისევ გაღიმებული სახით შევხედე. თუმცა, იმასაც კარგად ვხვდები, რომ ასე დიდხანს არ იქნება. ერთხელაც მოხდება და ყველას იქ გავაგზავნი, საიდანაც დაბრუნება ძნელია (მოფერებით ოცნებების სასაფლაოს ვეძახი). რას ვითხოვ ბევრს? უბრალოდ, ერთი ღიმილი : ) დავიჯერო, მართლა ძნელია ამ თხოვნის შესრულება?


ეჰ, თამუნია, თამუნია... ხომ ვამბობდი, არაფერი გამოვა-მეთქი, შენ კიდე არ გჯეროდა :)

9 comments:

CuRSeD said...

ისე

ოცნებების სასაფლაოზე

მე ვბინადრობ

და

ბევრს ნუ გამოუშვებ

მყუდროებას დამერღვევა

:)

deka136 said...

სანზონას ახალი სახელი დაარქვეს? :P

CuRSeD said...

დებილო!
ჩემ ბლოგზე
სათაური
თუ
შეგიმჩნევია
?

:)

deka136 said...

კი, მაგრამ რატომღაც ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ სანზონას სახელს გადაარქმევდნენ :drug:

staring girl said...

:თავშიწამორტყმისსმაილიკი:

deka136 said...

რატო? :სფაი:

staring girl said...

"რამდენი სიკეთის გაკეთება შეუძლია ერთ თბილ სიტყვას. უბრალოდ გამხნევება, თუნდაც თავში წამორტყმა გამხნევების ნიშნად"

ამის გამო lol

deka136 said...

მხოლოდ შენ გესმის ჩემი იაჩკა :)

staring girl said...

:ჰაგ: