Monday, November 26, 2007

ქამ ბექო რო იტყვიან რა

უფ, რამდენი ხანი გასულა მას შემდეგ, რაც აქ უკანასკნელად დავწერე რაღაც. რა მოხდა ამ დროის განმავლობაში? ჰმ... საინტერესო კითხვაა, მაგრამ, ალბათ, ბევრი არც არაფერი მომხდარა.
ბიძაშვილმა, პატარა ლანამ, სიარული და ლაპარაკი დაიწყო. მაგარი ბავშვია, ძმასავით დებილი არ იზრდება. ეს მეორე ძალიან გათავხედდა ბოლო დროს.

დეიდაშვილები, გეკო და ანა, ჩემი ორი ანგელოზი... გიორგობაზე ვიყავი ასული, ანა 7 წლის გახდა მაგ დღეს. თურმე როგორ მომნატრებიან, მე კიდე რამდენი ხანია არ მყავდა ნანახი. ეჰ, არ ვიცი ეს რას გადავაბრალო. ალბათ, ისევ და ისევ ჩემს უყურადღებობას. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გეკოს არ უგინებია ჩემთვის. პირიქით, საოცრად წყნარად იქცევოდა და ბევრი, ბევრი, ბევრი მეთამაშა. განსაკუთრებით ჩემი საათი მოეწონა და დროის ცნობა ვასწავლიდი (მართალია, ვერაფერი ისწავლა, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო). ანა კი დიდი გოგო გახდა უკვე. დედას მაგიდის გაშლაში ეხმარებოდა და სხვა და სხვა ისტორიები მომიყვა... უნიკალური ადამიანები არიან, თავიანთი ამბებით, თავგადასავლებით და ხიფათებით. მე კი, იდიოტი, წელიწადში მაქსიმუმ ორჯერ-სამჯერ ვხედავ მათ.

რაც შეეხება მაღლივურ ყოფას, თითქოს, შარშანდელთან შედარებით, გამოსწორდა მდგომარეობა. შეძლებისდაგვარად ვსწავლობ კიდევაც და ყოველ კვირას სემინარებს ვაბარებ. სამწუხაროდ, ჩემი მორიგი სისულელის გამო ინგლისურში 15-ქულიანი კოლოკვიუმი გავაცდინე, მაგრამ ეგ არაუშავს, სხვა საგნებში საკმაოდ კარგად დავწერე. შარშან ასე არ ყოფილა...

სამსახურშიც არაფერი შეცვლილა, დავდივარ-მივდივარ-მოვდივარ. ერთი ისაა, ბუტას და ვაჟას საოცრად იდიოტურ-ოპოზიციონერული გამოსვლების მოსმენა ხანდახან საშინელ ხასიათზე მაყენებს, მაგრამ ეგ არაფერი. უარესებიც გადამიტანია.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ჯგუფში დავბრუნდი, რომელიც უკვე სახელიანი შემეგება: ”ტრიამერა”. სიმართლე გითხრათ, ამაზე ბანძ სახელს ვერც კი მოიფიქრებდნენ, მაგრამ არაფრის შეცვლა არ მომინდა. ისედაც ნესტანი იმას მაბრალებს, ყველაფერს ისე აკეთებ, როგორც შენ გინდაო. ჰოდა, იყოს რაღაც ისე, როგორც მათ უნდათ.
თავის დროზე კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ წამოვედი, ახლა კი ასევე კმაყოფილი ვარ იმით, რომ დავბრუნდი. დავბრუნდი ახალი ენერგიითა და იდეებით აღსავსე. მომწონს ჩვენი ახალი სარეპეტიციოც, რომელიც მართლა სარეპეტიციოს ჰყავს. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო Road To Nowhere-ს დაკვრაზე უარი განმიცხადეს და ახალ რაღაცას აკეთებენ. არადა ეს სიმღერა ჩემთვის განსაკუთრებული იყო. დღესაც ხშირად ვღიღინებ ხოლმე. მადლობა ნესტანს ტექსტისთვის და მელოდიისთვის, მაგრამ დათო... კი ვეჩხუბე, მაგრამ აზრი არ აქვს. ის გოგო ვოკალისტი, რომელიც მისვლისას დამხვდა, აღარ არის. ალბათ, ჩემი კონკურენცია ვერ აიტანა... :))) სამაგიეროდ, წინა რეპეტიციაზე Black Sabbath-ის Paranoid და Metallica-ს Sad But True საკმაოდ კარგად ვიმღერე, იმაზე ბევრად უკეთესად, ვიდრე წინაზე ვიბღავლე. აი, Nothing Else Matters-ს მიჭირს, თუმცა ამასაც თავისი მიზეზები აქვს. ”სედ ბათ თრუს” მერე ცოტა არ იყოს და ამაზე დაგაწყობა ძნელია.
ძალიან გამიხარდა კიდევ ის, რომ ბოლო რეპეტიციაზე თორნიკემ ერთხელაც კი არ თქვა, რომ ჯგუფიდან წავსლა უნდა. ესეც პროგრესია!
რიტმ-გიტარისტი ვიშოვე, მაგასაც დათო ქვია. ჩემი ძმაკაცის კლასელი იყო და რაც მთავარია, მაღლიველია! არც კი ვიცოდი, თუ უკრავდა გიტარაზე, მაგრამ გამაოცა მაგ ბიჭმა. ჩვენთან ერთად ერთხელ დაუკრა, მაგრამ კმაყოფილი ვარ. უბრალოდ, საშინელი გიტარა აქვს და თუ არ გამოცვალა, მომავალში ძალიან გაუჭირდება.

ხოდა ასე... ვისაც უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია გაინტერესებთ, დამიკავშირდით საკონტაქტო ტელეფონზე ან მომწერეთ კომენტარებში. მზად ვარ, თქვენს ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო.

3 comments:

beloved said...

1.შეიძლება შეგეხოთ?
2.შეიძლება ავტოგრაფი გთხოვოთ დედაჩემისთვის?თქვენი ფანია,რამდენიმე ხანია უკვე,ესე იგი.
3.შეიძლება თუქისი დაგიწეროთ?
4.შეიძლება თქვენი ფანი ვიყო მეც?
5.შეიძლება გიტხრათ რომ მაგარი როჟა ხართ?
6. :D
7.bye

deka136 said...

ზუსტად მეორე დღეს გავიგე, რომ თორნიკე ჯგუფიდან წავიდა და მაგის მერე ეგ ბიჭი საერთოდ არ მინახავს : ))


შემეხე :))

beloved said...

ვაა,მართლა?
რატო,ვარსკვლავური სენი შეეყარა? ლოლ




პ.ს.: შეხებისშედეგადეგზალტირებულისმაილიკი

:D