Thursday, October 4, 2007

მსოფლიოში გამეფებული კანონზომიერებანი


სათაურიდანაც მშვენივრად ჩანს, თუ რაზე მინდა ახლა დავწერო. დედამიწაზე ბევრი კანონზომიერება არსებობს. ზოგი დამტკიცებას საჭიროებს, ჩემი მასწავლებელი მათ თეორემებს ეძახდა. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მომწონდა ამ სიტყვის ჟღერადობა, მაგრამ თეორემების სწავლისგან თავი, რატომღაც, გონება მეღლებოდა. რაც შეეხება კანონზომიერებათა იმ კატეგორიას, რომლებსაც დამტკიცება არ სწირდებათ, ისინი აქსიომები არიან (ისევ და ისევ ჩემი მასწავლებლის თქმით!). აქსიომები შეიძება შეგვხვდეს ყველგან, მაგრამ არსებობს ერთი მათგანი, რომლიც ბევრისთვის არაა ცნობილი და ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ის არსებობდეს. ახლა კი, ჩემი ნებართვით (ოხ ეს ეგოიზმი მარტოობად წოდებული), უშუალოდ ხსენებულ აქსიომაზე გადავალ.
ერთხელ ერთმა ჭკვიანმა კაცმა (ბოდიში და შეიძლება ქალიც ყოფილიყო, ზუსტად არ მახსოვს. ის კი მახსოვს, რომ ჭკვიანი იყო) თქვა: ”კაცები მსოფლიოს მართავენ, ქალები კი - კაცებსო”. ამ ერთ მარტივ წინადადებას ბევრი მომხრე და მოწინაარმდეგე გამოუჩნდა. მამაკაცები შანსს ხელიდან არ უშვებენ, რომ თავიანთი უპირატესობა გამოავლინონ მანდილოსნებთან, ხოლო ქალები, თავის მხრივ, აქა-იქ გენდერულ თანასწორობაზე გაჰყვირიან. ”სუსტი” სქესის წარმომადგენლებს საზოგადოებაში ისეთი ადგილის დაკავება სურთ, როგორიც ”ძლიერი” სქესის წარმომადგენლებს უკავიათ, მაგრამ იმას კი ვერ ხვდებიან, რომ კაცობრიობის არსებობის განმავლობაში ქალის როლი ყოველთვის ძალიან დიდი იყო. სუსტი და ძლიერი სქესის ცნებები ზოგჯერ დიდი ეჭვის საგანი ხდება.
რა თქმა უნდა, ქალები ფიზიკური ძალით ახლოსაც ვერ მივლენ კაცებთან (სანამ ცოცხალი ვარ, მანამდე მაინც). დიდი შანსია, რომ კაცების გონებრივი შესაძლებლობებიც უფრო მაღალი იყოს, ვიდრე მანდილოსნების. მიუხედავად ამისა, ქალებს აქვთ ”ის”, რაც კაცებს არასდროს არ ჰქონიათ და ალბათ, არც უახლოეს ათასწლეულში ექნებათ. სწორედ ”იმის” წყალობით ახერხებს ქალი ფარულად, მაგრამ წარმატებით თავისი მიზნის მიღწევას. მავანნი ამ თვისებას ”სიეშმაკეს” დაუძახებენ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს სიტყვა რატომღაც ძალიან არ შეეფერება ”იმას”. როგორც ცნობილია, ეშმაკი რელიგიაში, მითოლოგიაში და რა ვიცი კიდევ სად, უარყოფით არსებადაა წარმოჩინებული. როდესაც ვახსენებთ ეშმაკს, ტანში უსიამოვნო გრძნობა დაგვივლის ხოლმე და რამე უბედურება გვახსენდება. ქალის ”კოზირი” კი სულ სხვა რამეა. მსოფლიოს ისტორიიდან პირველი მანდილოსანი (არ შემეკამათოთ, ალბათ, არც იყო მანდილოსანი, მაგრამ მაინც, რომელიც სწორედ ”იმით” იყო განთქმული, კლეოპატრა გახლდათ. არცთუ ისე მომხიბვლელი გარეგნობით ქალს ჰქონდა ჯადოსნური უნარი, რომლის მეშვეობითაც იმორჩილებდა ყველას და ყველაფერს. მან თვით რომის იმპერატორის იულიურ კეისარის ”დამონება” შეძლო, რომელსაც ბრძოლებში არა ერთი სახელოვანი მეომარი დაუჩოქებია და უთავოდ დაუტოვებია. თუმცა ”კაცები მართავენ მსოფლიოს, ქალები კი - კაცებსო”...
მივადექით მთავარს, რითიც უნდა დამეწყო წერა, მაგრამ დამეზარა. ქალი, რომელიც ამ ყველაფერს მაწერინებს, ჯენის ჯოპლინია. ტეხასელი გოგონა ოდნავ ბოხი, დროდადრო კაცური ხმითაც კი, მაგრამ უამრავი ადამიანის კერპი, კუმირი და ათასი რამ, რაც ახლა აღარ მახსენდება. ის არ უყვარდათ მშობლიურ ქალაქ პორტ არტურში, სამაგიეროდ აფასებდნენ მთელს მსოფლიოში. ის ლაპარაკობდა სიმღერებით, მას უყვარდა სიმღერებით და სიყვარულსაც სიმღერებით უხსნიდა. წარმატების მწვერვალზე მყოფმა თქვა, რომ არავინ იყო (”I'm nobody”), არადა თვითონაც შესანიშნავად მოეხსენებოდა, რას წარმოადგენდა.
ჯენისს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჯიმი ჰენდრიქსთან, რომელიც მასსავით სიკეთის განსახიერება გახლდათ. თუმცა, ქალისდა სამწუხაროდ, ჯიმის გული მხოლოდ ერთი მანდილოსანი ცოცხლობდა - მისი გიტარა. ჰენდრიქსის სიკვდილიდან სამი კვირაც არ იყო გასული, რომ ჯენისმა თავი მოიკლა. თავი მოიკლა ისე, როგორც ამას პატრონის ერთგული ძაღლები აკეთებენ (შეურაცხყოფის მიყენება აზრადაც არ მქონია). ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ ჭეშმარიტად ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ.

დაბოლოს, დღეს რაღაც ძალიან ბევრი ვიფიქრე ქალებზე და მათს ”ჯადოსნურ” ძალაზე. ახლა წავალ დავიძინებ და იქნებ, ხვალ კაცებსაც ვუშველო რამე...

10 comments:

nati kuda said...

ძეედა, ეგ ხიტრი, ეგა..
ახლა ჩავწვდი რაც იგულისხმე მაშინ.. (:

ხოდა კაცებზე ფიქრს მოეშვი, მაინც არაფერი გეშველებათ =))

deka136 said...

იმედია, ჩაწვდი...

აიიი ”ისაა” რა :user:

კაცებს ეშველებათ თუ არა, ეგ დიდად სწორედ ”იმაზეა” დამოკიდებული... სამეუხაროდ თუ სასიხარულოდ :P

nati kuda said...

კაცებზე არ იდარდო_თქო, შენ ხო ლეზბიანკა ხარ :P

deka136 said...

ვგიჟდები კაცურ ქალებზე... :chups:

ლევან მროველი said...

ჰმ
შთამბეჭდავი სტატიაა. აბა ტვინში რომ იბადება, ქვემოთ ჩამოდის და სადღაც პანკრიასთან დაგროვლი მთელ სხეულში ნაწილდება. ჯოპლინიც ლეგენდა იყო, ჰენდრიქსიც. ორივეს ზე მძლავრი ეშები ჰქონდათ, ამ ვეშებს იმჰო სწორედ სიყვარული აწერინებდათ, ჰენდრიქსს გიტარის სიყვარული, ჯენისს - ჯიმის სიყვარული. ჯოპლინს თავი რომ არ მოეკლა, გამოვიდოდა, რომ რა ვეშებიც ჰენრიქსის სიყვარულით უკეთებია, ყველაფერი ყალბი ყოფილა, ჯოპლინი კი იმიტომ იყო ლეგენდა რომ ყალბ ვეშებს არ აკეთებდა. ასე რომ მისი სიყვარული სავსებით ლოგიკურად მიმაჩნია

რა ვიკაცე :D

ლევან მროველი said...

ბლინ, პკომენტარს ვერ ვაედიტებ და მინდოდა მეთქვა, ჯოპლინის თვითმკვლელობა იყო მეთქი ლოგიკური :)

deka136 said...

მივხვდი, ჩემო მროველ, მივხვდი :))

nati kuda said...

კი უყვარდა ჯიმი, მარა სხვა კაცებსაც 'ყვარობდა'–თქო ხანდახან, კაცო.. 'ნაშები' აყავდა ხოლმე სახლში თურმე..
არ იყო ეგ ქალი 'თლა' პატიოსანი.

დეკას არ სჯერა, სიყვარულმა დააბრმავა და იმიტომ =)

deka136 said...

შენ მატყუებ რაღაცას, გინდა ჩემი ჯენისი წამართვა და მოტყუებულ-დაუძლურებული დამტოვო :((
არ გამოგივა, იცოდე
არ გამოგივა შენი მზაკვრული გეგმა!

ჯენისმა თავისი სახელი გულზე ამომიქარგა და მას ვერავინ წაშლის :(

nati kuda said...

ჰმ, როდის აქეთ? ის ვინ იყო, ჯენისს რომ ლანძღავდა??