Thursday, September 27, 2007






შეიძლება, არ უნდა ვაკეთებდე ამას, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს:
ამ ბავშვებმა ცხოვრება გამიმრავალფეროვნეს და გამიხალისეს... სულ ორჯერ მყავს ნანახი ეს პატარა ქალბატონები, მაგრამ ორივე სიგიჟემდე შემიყვარდა! მათთან თამაშმა, გართობამ, სეირნობამ, ისტორიული ადგილების დათვალიერებამ იმ დროში დამაბრუნეს, რომელიც, ფაქტიურად, არ მქონია. ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე მათგანს კიდევ არაერთხელ შევხვდები, ჩემი საინტერესო, სასაცილო თუ სულელური ისტორიებით მრავალჯერ დავღლი თუ დავაინტერესებ, პატარა ნინიკოს კიდევ ჩაიძინება ჩემს კალთაში...

6 comments:

nati kuda said...

ჩემი დაქლიიიი :ჯუმპ:

ლევან მროველი said...

ჯუმბერ გენაცვალე, შენი უფლისციხის ჰაერით ნასაზრდოები გული ვაჩვენე მე მსოფლიოს რომ ომი აღარ იყოს და ყველგან ისეთი ბავშ[ები იბადებოდნენ, როგორებიც აი, ამ სურათებზეა აღბეჭდილი (პოსტი იკითხება სადღეგრძელოს პათოსით) :)))))

მართლა უსაყვარლესი ბავშვები არიან. როგორც ბევრჯერ ვთქვი და ვიტყვი კდიეც, ის დღე ჩემთვის უბედნიერესი იყო :)

deka136 said...

გაიხარე, ლევან!
პატარების თამაბოდით ახალ თაობას გაუმარჯოს!
ჩვენ უფროსები ვართ - წარმავალნი, ისინი ბავშვები - მომავალი!
ასე რომ, ვეცადოთ, სანამ აქ ვართ, მათ ცხოვრება გავულამაზოთ და ის პირობები შევუქმნათ, რომლებიც ჩვენი წასვლის შემდეგ დაეხმარება მათ გზის გაგრძელებაში...

ის დღე არასდროს, არასდროს დამავიწყდება
მაგ დღეს გავიცანი ეს ბავშვები და გაგიცანი შენ...
ყველაფრით განსაკუთრებული დღე იყო და მოვა დრო, შევხვდებით და ჩვენს შვილებს რომ გავასეირნებთ უფლისციხეში, მაშინაც მოვყვებით ამ ზღაპრებს... მე ამის მჯერა!

nati kuda said...

:თვალზე_ცრემლმომდგარი_სმაილიკი:

ლევან მროველი said...

თავისთავად
შენი არ ვიცი და მე ისევ ისეთი შერეკილი ვიქნები დაჟე ბაბუა კაცობის ასაკში
არ მევასება, ადამიანები ასაკთან ერთად თავს რომ ავალდებულებენ ძალიან სერიოზულები და ზალიან აკადემიურები იყვნენ

deka136 said...

აუ, მე კი უეჭველი ვიცი, მაგარი ამჟავებული ხასიათი მექნება :)) და წინასწარ ვშიშობ მაგაზე :))) გენები თავისას შვრებიან :))