Monday, September 17, 2007

უსათაურო

Will I Wake Up Tomorrow?
Come, see my pain and sorrow!
It's not time for lying,
Cause there're people dying...

მკითხავების არასდროს მჯეროდა...
მგონი, არც ახლა მჯერა, მაგრამ ერთხელ რამდენიმე წლის წინ ბავშვმა მიმკითხავა... პატარა ბავშვმა და მგონი, მისი ნათქვამი მართლდება... სამწუხაროდ!
ძალიან არ მინდა ასე მოხდეს, მაგრამ ყველაფერი სწორედ ამ მიმართულებით მიდის. ერთ-ერთ მეგობარს სულ იმას ვუმეორებ, რომ ცხოვრებაში ბევრი გზაა და სწორი თვითონ უნდა აირჩიოს. ჩემ შემთხვევაში კი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არჩევანი დიდი ხნით ადრეა გაკეთებული.
არადა, ყველაზე მეტად ეგ არ მინდა. ბევრ რამეზე შემიძლია ვთქვა უარი, მაგრამ არა მაგაზე. ნელ-ნელა შევიცვლები...

7 comments:

nati kuda said...

მკითხაობა არა იხვი.. არ დაიჯერო.. ვინც მართლა რამეს ხედავს, ის არც მკითხაობს, უბრალოდ გაფრთხილებს..
აი, 2007 წელია და ქეთო არ თხოვდება..
დედაჩემს კიდევ უთხრეს, მელოტი ქმარი გყავო, არადა მშვენიერი ხუჭუჭა ბიჭია =))
ჰოდა don't worry .)

deka136 said...

იმასაც არ უმკითხავია, უბრალოდ მითხრა : )
ხელზე დამხედა და მითხრა...

nati kuda said...

ჰო.. მაშინ როგორ გინდა..

deka136 said...

ცუდია, როდესაც იცი, რომ წინასწარ განწირული ხარ... :P

nati kuda said...

ა, ანუ განწირული ხარ? ვავა ვავა =))



ნეტაი არ ურევდე..
სულელ :*

deka136 said...

ხი, განწირული ვარ :)))

staring girl said...

ცხოვრების მანძილზე შეიძლება ბევრჯერ გვიმკითხაონ მასე
და
ალბათ
ის ნათქვამი ახდება,რომელსაც დავუჯერებთ

:P