Friday, August 10, 2007

ჩემი შვილი ყველაზე კარგია!

ქართველი დედის ფენომენი მთელს მსოფლიოში, ალბათ, უნიკალურია. გარდა იმისა, რომ ისინი განსაკუთრებულად კეთილები და ალერსიანები არიან (იმათ არ ვგულისხმობ, ქუჩაში წაქცეულ და ატირებულ ბავშვს ხალხის წინ დამატებით რომ ”უთაქუნებენ”), ქართველი დედა თავის პირმშოს ყველგან და ყოველთვის მხოლოდ საუკეთესო ეპითეტებით ახასიათებს. გამოთქმა - ყველაფერში კარგი უნდა ეძებოო (ცუდში... უფრო სწორედ, ძალიან ცუდშიც კი) - სწორედ მათზეა წედგამოჭრილი. შევესწარი ასეთ საუბარს: ”ჩემი შვილი (დათუნა, რომლის სქესიც დღემდე გაურკვეველია და მეცნიერების თავის ტკივილის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს) ძალიან ნიჭიერია. გუშინ წიგნი გადაშალა და რაც ეწერა, ყველაფერი წაიკითხა. მინდოდა მეკითხა, რა გაიგო დაწერილიდან, მაგრამ აღარ შევაწუხე, ის ისედაც ძალიან დაღლილი ჩანდა. როგორ მიყვარს, როდესაც ბავშვი სახლში ზის და კითხულობს. დათუნას სულ იმას ჩავჩიჩინებ, ქუჩაში უსაქმურებთან ერთად ნუ იდგება (აქვე იმის არაღნიშვნა არ შეიძლება, რომ ჩვენს დათუნას მეზობელი ბიჭები არ იცნობენ. არა, როგორ არ იცნობენ, უბრალოდ, იციან რომ მეზობელია). კიდე კაი, წელს არ აბარებს, თორემ იმდენი საქმე აქვს, მეცადინეობას ნამდვილად ვეღარ მოასწრებდა”.
ახლა კი საქმეზე გადავიდეთ... დათუნას ამბავი ყველას ნაკლებად გვაინტერესებს, მაგრამ ის უბრალოდ მაგალითისთვის ვახსენე. არავინ მიაქცევდა ყურადღებას, ეს რომ ერთჯერადი მოვლენა ყოფილიყო, რომელიც მხოლოდ დათუნას დედის დამახასიათებელ ნიშან-თვისებად გამოდგებოდა. არა, ეს უფრო მეტია. ასეთი საუბრის მოსმენა თბილისის (საქართველოს სხვა ქალაქებში არ ვყოფილვარ და არ ვიცი იქ რა მდგომარეობაა) ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში შეიძლება. განსაკუთრებით მრავლად იყრიან თავს მზრუნველი დედები ავტობისებში და მეტროში, სადაც სხვა ახალგაზრდას უზრდელობით გამოწვეულ აღშფოთებას თავისი შვილის ქებით გადაფარავენ ხოლმე: ”ჩემი გოგო ასე არ მოიქცევოდა”. ამ დროს კი მისი გოგო მეგობარ ბიჭთან ერთად სადმე მყუდრო ადგილას ზის (ან წევს... ან კიდე უარესი... ამას დიდი მნიშვნელობა არ აქცს) და ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე დიდი გულმოდგინებით ზრუნავს. მთავარია, რომ ამას მისი მშობელი არ ხედავს! მაგრამ შეხედეთ ამას სხვა კუთხითაც: სხვის დედასაც ხომ სჭირდება სალაპარაკო თემა?! მათაც ხომ უნდათ შვილების ქება-დიდედა?! აი, ზემოთხსენებულ გოგო-ბიჭთან ჩასაფრებული ჭორიკანა ქალები სწორედ ამით ერთოაბიან და როგორც ჩვენთან იტყვიან ხოლმე, დროს კლავენ.
დასასრულს იმას ვიტყვი, რომ ძალიან, ძალიან, აი, ძალიან მსიამოვნებს, როდესაც მაქებენ... ჩემზე ბედნიერი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ არის მაგ მომენტში! ამიტომაც ვარ ასეთი გათავხედებული და გაუზრდელებური! ახია ჩემზე...

4 comments:

nati kuda said...

აუფ, იმხელა კომენტარი დავწერე და.. მერე მივხვდი, რომ რაღაც ვერ დავწერე და წავშალე =)) ხოდა ისა..
რა ვიცი
good boy-ტქო, გეტყოდი, მარა აღარ გეტყვი, ვოტ :D

deka136 said...

user

staring girl said...

წოლაში რა არის ცუდი კაცო :D

ჰოდა
მე კიდევ ბავშვობიდან მეზიზღება როდესაც დედაჩემი მაქებს :mo:
ტრავმა მაქვს რასაც ქვია

და
ირაკლი გამახსენდა ეხლა :cry:

ბჰ..

Anonymous said...

ბევრი დედისთვის თავის შვილი ყველაზე კაია როგორი ცუდიც არ უნდა იყოს და ამ დროს დედებმა შეიძლება იცოდნენ როგორიცაა სინამდვილეში მარა ვინ დაჯდება და ვინ იტყვის რო აი ჩემი შვილი გაფუჭებულია და მეხუთე კლასიდან სიგარეტს ეწევა და ალეკსანდროვის ბაღში ზის და ყოველ მეორე ბიჭს ეზასავება, ზოგი კიდე იტყვის, ნუ მშობლებში ამას უფრო შეჯიბრი ქვია,ყველას უნდა რო თავისი ყველაზე კაი იყოს ხოდა ეჯიბრებიან ერთმანეთს უმეტეს წილად ტყუილებში ხოლმე :D