Tuesday, July 31, 2007

დურგლობა


ყოველთვის ვოცნებობდი დურგლობაზე! ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო... როდესაც თანატოლები თოჯინებითა და მანქანებით თამაშობდნენ, მე ხელში ჩაქუჩი მეჭირა და ლურსმნებს ვაჭედებდი. ჩემი პირველი საჩუქარი დღესაც მახსოვს - სალაშინი! ეჰ, მასეთი სიხარული მაგის შემდეგ არასდროს განმიცდია. მამაჩემმა ეს კაცობრიობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი (ნოეს კიდობანი გაიხსენეთ) ინსტრუმენტი ყუთში ჩადებული მოიტანა. თავიდან ვიფიქრე, ეს ისეთივე ნივთი იქნებოდა, როგორსაც სხვა ბავშვებს ჩუქნიან, თუმცა... დღე და ღამე სახელოსნოში ვიყავი, სახლში მხოლოდ და მხოლოდ საჭმელად შევდიოდი (სახელოსნოში მეძინა).
მამაჩემს უნდოდა, სკოლის დამთავრების შემდეგ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა და ეს საგანი მესწავლა, თუმცა, კიდე კაი, იმ წელს ამ ფაკულტეტზე მიღება არ იყო და არჩევანის უფლება მე დამიტოვეს. მეც, რაღა თქმა უნდა, დურგლობა ავირჩიე (და არა - დურგლაობა!!!).
...
ახლა კი ვზივარ ამ დაწყევლილ (სხვადასხვა წყაროებით - სამგზის საწყალობელ) კომპიუტერთან და მუსიკას ვუსმენ. ჩაქუჩი თავის ადგილს დევს, სალაშინი სადაა, ჩორტ ევო ზნაეტ, ლურსმნები გათავდა... ეჰ... ასე იცის სიბერემ...

© აგრე ვიცის ჯაყომა, ეპიზოდი 13

4 comments:

nati kuda said...

კარგია, როცა ბავშვობის ნატვრას ისრულებ..
მე მალიარობა მინდოდა, მაგრამ...
იმ წელს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიღება გამოაცხადეს..
:(

deka136 said...

ხო, ყველა ჩემნაირი ბედისგან დასაჩუქრებული ვერ იქნება :))

staring girl said...

კაია დურგლობა
ეკონომიკა იზ ბოორინგ,ვერ ვიტან ეკონომიკას :D

Jenny said...

loooooooooooooooooooooooooooooooool


Tan zustad 1 wlis winandeli posti!! :D