Thursday, June 28, 2007

ღირს კი?!


ახლა დავფიქრდი, ღირს კი?
რა მნიშვნელობა აქვს რას ვაფასებ, მთავარია, რომ ვაფასებ! რაში გამოიხატება ეს დაფასება? და რაშიც გამოიხატება, იმის საზომი ვინ მოიგონა?
ყველაფრის აწონ-დაწონ-გაზომვა ბუნებით მომყვება. კი ვიძახი, ჰოროსკოპის არ მჯერა-მეთქი, მაგრამ ”სასწორი” ვარ და როგორც ჩანს, ყველაფერს ჩემებურად, სხვანაირად, გამორჩეულად ვაფასებ.
ამაზე ჩაფიქრების საშუალება The Doors-ის კონცერტმა მომცა. ჯიმ მორისონს ყველაფერი ჰქონდა და ამ ყველაფერმა ის სიკვდილამდე მიიყვანა. ღირდა კი ეს ყველაფერი სიცოცხლის გაწირვად? რა ნახა მან და რისი ნახვა შეეძლო? ძალიან ბევრიც ნახა და ძალიან ბევრისაც შეეძლო! მაგრამ თავად არ მოისურვა... სიკვდილი ამჯობინა მაშინ, როდესაც წარმატების პიკს მიაღწია, რადგან, ცნობილია, რომ აღმასვლას ყოველთვის დაღმასვლა მოჰყვება. ალბათ, ამის ეშინოდა და მოკვდა! ერთი ძალიან ბრძენი ადამიანი მეუბნებოდა (საბედნიეროდ, მას პირადად ვიცნობ და მისგან ბევრი რამის სწავლის საშუალება მომეცა): რაღაც დონეზე ასვლა ადვილია, უფრო რთული ამ დონეზე დარჩენააო. რთულია ამ კაცს (დიდი ბოდიში მანდილოსნებთან, მაგრამ ბრძენი ქალი მე ჯერ არ შემხვედრია) არ დაეთანხმო და ვინც არ ეთანხმება, იმას ცხოვრების არც არაფერი ესმის!
რა არის უფრო ღირებული - ის, რას მორისონმა ცხოვრებაში გააკეთა, თუ ის, რაც მანდ ჩვენ დაგვიტოვა? ზოგი იტყვის, რომ ეს ერთი და იგივეაო, მაგრამ, დამიჯერეთ, ასე არაა. მომავალ თაობას მანდ გაცილებით მეტი დაუტოვა, ვიდრე თავის ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში გააკეთა...

- უკაცრავად, დიდი ბოდიში, რომ გაწუხებთ. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ...
- გისმენთ.
- ღირს კი?!
- რა?
- კარგით, გმადლობთ, არაფერი.
- უცნაურია...
- დიახ, სწორედ მაგაზე გეკითხებოდით...

6 comments:

nati kuda said...

ღირს.. ხანდახან ღირს (:

deka136 said...

უი, იმდენი შენ რა გითხარი გოგო... :))

nati kuda said...

ყოფნა, არ ყოფნა... საკითხავი აი ეს არის..


წრუწუუნ, ნიახური ხომ არა ხარ, ამქვეყნად მეორედ მოხვიდე..


ცუგლი ცუგლიი, პატარა გოგოო.. (ეს პირადად არ მიიღო =)) )

ნაწყვეტები მულტფილმიდან ”წუნა და წრუწუნა”



:D

deka136 said...

პირადად არ მიიღოო, რომ არ დაგეწერა, აღარ დაგელაპარაკებოდი :))

ეჰ... წუნა... კაი იყო ბავშვობა...

staring girl said...

ფილმებში,
ყოველთვის მომწონდნენ
ყოFილი თანამდებობის პირები ან მეცნიერები
ან გადამდგარი ჯარისკაცები...
რომლებიც მიყრუებულად,თავისთვის,წყნარად ცხოვრობენ სადმე "ცივილიზაციისგან" მოშორებით
და მხოლოდ მაშინ იწყებენ აქტიურ ქმედებას,როდესაც მათთან დახმარების სათხოვნელად მივა ვინმე

ამ დროს მათი როლი შეუFასებელია ხოლმე.

ხოდა,რაზე დავიწყე,

ყველაზე ძლიერი ადამიანები ისინი არიან,ვინც დაღმასვლას ხვდებიან თავაწეულნი
რადგან იციან,რომ მთის ძირას ახალი გორაკისაკენ მიმავალი აღმართი იწყება

deka136 said...

კარგი იყო, იაჩკა, ძალიან კარგი :)