Saturday, June 23, 2007

ამასაც თუ ჩაბარება ქვია და...



არსებობს ასეთი საგანი მაღლივში ”შესავალი სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში”... ზუსტად მაგაში მქონდა მეოთხე გამოცდა. სიმართლე გამხელილი სჯობსო და მთელი წლის განმავლობაში ამ საგანში არც მე გამიკეთებია რამე და არც ლექტორს: ვისხედით და ბილიარდზე ვსაუბრობდით! საინტერესო კაცია ჩვენი დავით-ბატონი!
მეორე ლექტორიც მყავს (მყავდა) მაგ საგანში, ვიღაც ქალი, მისი სახელიც კი არ ვიცი. სულ ორჯერ ვიყავი ლექციაზე და ორივეჯერ ვეჩხუბე. ჩემი ბრალი არ ყოფილა, თვითონ მიმტკიცებდა სისულელეს და საკუთარი სიმართლე რომ დავუმტკიცე ეწყინა...
რაც არ უნდა იყოს, გამოცდაზე მივედი, მშვენივრად გადავწერე (გადამაწერინა ლექტორმა, დავითა მაინც სულ სხვაა) და გამოვედი. როგორც აღმოჩნდა, 28 ქულაზე მეტის ღირსი არ ვყოფილვარ. თუმცა, უკმაყოფილების საბაბი მაინც არ მაქვს - იმ საგანში, რომელიც საერთოდ არ ვიცი, საბოლოოდ, 68 ქულა გამომყვა!

No comments: